რეინჯერებმა საპარაშუტო მომზადება გაიარეს

სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა საპარაშუტო მომზადება გაიარეს.

სწავლება ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის ცენტრში ჩატარდა. პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა.