31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა რეინჯერთა. ეს თარიღი თბილისში, ეროვნულ პარკში აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შეერთებული შტატების ელჩთან ერთად, დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 100-ზე მეტი რეინჯერი, მადლობის სიგელითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა. კომპენსაციები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებს. აღსანიშნავია, რომ წელს მსოფლიოს ათ საუკეთესო რეინჯერს შორის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების უფროსი რეინჯერი, გიორგი აბრამიშვილი დასახელდა.