რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ასეულის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის უფროსი და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ.

ქვედანაყოფთან ერთად, სამშობლოში ავღანეთში სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობაც ჩამოვიდა. ქართული ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. მათი მთავარი ამოცანა, დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის უსაფრთხოება და ბაზის პერიმეტრის კონტროლი იყო.

რეინჯერთა ბატალიონის ასეული II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.