„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია  გაიმართა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია  გაიმართა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა, რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეულისგან სამშვიდობო მისია ოფიციალურად ჩაიბარა.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის ბოლოს ამერიკელმა და ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

შვიდი თვის განმავლობაში ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის უსაფრთხოება და ბაზის პერიმეტრის კონტროლი იქნება.