სამართალდამცველებმა საქართველოში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 867 ფაქტი გამოავლინეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 66 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. 801 ფიზიკური პირი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე. პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკურ პირს 2 000 ლარის, იურიდიულ პირს კი, 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. განმეორებითი ჯარიმა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.