რეგულაციის დარღვევის ფაქტები

სამართალდამცველებმა საქართველოში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 867 ფაქტი გამოავლინეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  შესაბამისად, 66 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. 801 ფიზიკური პირი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე. პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკურ პირს 2 000 ლარის, იურიდიულ პირს კი, 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. განმეორებითი ჯარიმა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.