რეგულაციების გამკაცრება

ფართის სოციალური ღონისძიებისთვის გაქირავება იკრძალება. გამქირავებელი ათი ათასი ლარით დაჯარიმდება. ბექა ფერაძის განცხადებით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რის მიხედვითაც, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფართის გამოყენება არ უნდა მოხდეს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის განმარტებით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მფლობელები ფართებს სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით აქირავებენ. ახალი წესები უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

მოამბე