შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქების პარალელურად, ძალაში რჩება მთელი რიგი რეგულაციები, რომელის აღსრულების მონიტორინგსაც შინაგან საქმეთა სამინსტრო აქტიურად განაგრძობს. გასული დღე-ღამის მანძილზე, წესების დარღვევის 570 ფაქტი გამოვლინდა. დაჯარიმდა 101 ფიზიკური პირი, მათ შორის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. 469 პირს კი 20-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ, იმის გამო, რომ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილდებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
მოამბე