კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1387 ფაქტი გამოვლინდა ერთ დღეში. 153 ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დაჯარიმდა 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის. სანქცია დაეკისრა პირბადის გამოუყენებლობისთვის 1131 ფიზიკურ პირს. გამოვლინდა პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 101 ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
მოამბე