რეგულაციები სათამაშოების ბაზარზე

რა გზით ხვდება ბავშვების ორგანიზმში ტყვია. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის მიზეზების კვლევაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ამერიკელი ექსპერტებიც ერთვებიან.

მონიტორინგის დროს სპეციალისტებმა ის ოჯახები შეისწავლეს, რომლის წევრ მცირეწლოვნებში ტყვიის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია გამოვლინდა.

დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება საჯარო, თუმცა „მოამბისთვის“ რამდენიმე სავარაუდო მიზეზი უკვე ცნობილია. მათ შორისაა უხარისხო სათამაშოები და ნიადაგი, რომლებიც კვლევაში ტყვიის შესაძლო წყაროების ჩამონათვალშია.