სათამაშოების ბაზრის კონტროლი

ზედამხედველობის სააგენტომ ქართული ბაზრიდან რამდენიმე სახეობის სათამაშოს ამოღების დადგენილება გასცა. კერძოდ, ბაზარზე განთავსებული 20 სახეობის სათამაშოს ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, ოთხ მათგანში, ქიმიური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოვლინდა სტანდარტებთან შეუსაბამობა.  მათ შორის საუბარია ტყვიის მაღალ კონცენტრაციაზეც, ორში კი – დადასტურდა სათამაშოს მცირე ნაწილაკების გამოყოფის რისკი, რამაც შესაძლოა, რესპირატორული გართულებები გამოიწვიოს. ამ სათამაშოების ჩამონათვალს შორისაა ბავშვებში პოპულარული ე. წ. ტყლარწი. ბაზრობებსა და სათამაშოების მაღაზიებს, სადაც საფრთხის შემცველი სათამაშოები იყიდება, დაევალათ, უმოკლეს ვადაში მომხმარებლებზე რეალიზებული პროდუქტების უკან დაბრუნება, ინფორმაციის გავრცელება მაღაზიაში გამოკრული ბანერებისა და ვებგვერდის მეშვეობით, ნაწილის შემთხვევაში კი, რეალიზაციიდან ამოღება.