რეგულაციები სათამაშოების ბაზარზე

სათამაშოების ბაზარზე რეგულაციები მკაცრდება. ცვლილებები ხვალიდან ამოქმედდება. აღნიშნული ითვალისწინებს სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე, პროდუქტის შესაბამისობის შეფასებასა და დოკუმენტაციის შედგენას, რომელიც ადასტურებს მის უსაფრთხოებას. კონკრეტულად ქიმიური შემადგენლობის და ფიზიკური მახასიათებლების აღწერას. კონტროლი უშუალოდ რეალიზაციის პროცესშიც მოხდება. უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, განხორციელდება აღსრულებითი ზომები.