მკვლელობა თბილისში

უმისამართო გასროლას თბილისში შუახნის ქალი ემსხვერპლა. ის ვაჟა ფშაველას გამზირზე საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ფანჯრის შუშა ჩაიმსხვრა და ტყვია მოხვდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.  გამოძიების ოფიციალური ვერსიით ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა   და აივნიდან რამოდენიმეჯერ უმისამართოდ გაისროლა.

დაკავებულის  საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება მას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავება. დანაშალი თავისუფლების აღკვეთას  ორიდან ოთხ წლამდე ვადით ითვალისწინებს.