ტყვიის შემცველობა ბავშვების სისხლში

დადგენილია ის მთავარი წყაროები, რომელთა გამო საქართველოში მცხოვრები 650-მდე ბავშვის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აჭარბებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთი წლის წინ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. რისკ-ფაქტორებად სუნელები, საღებავები და სათამაშოები სახელდება. ყველა იმ ოჯახში, რომლის წევრებს ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდათ, განმეორებითი მონიტორინგი ჩატარდა. რეკომენდაციების გაცემის შემდეგ ჩატარებულმა ხელახალმა ანალიზმა პოზიტიური ტენდენცია აჩვენა.