საფრთხის შემცველი სათამაშოები

საფრთხის შემცველი სათამაშო ქართულ ბაზარზე.

მაგნიტური ჟელეს, იგივე „ტყლარწის“ ყველაზე იაფფასიანი სახეობები ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს – ასეთი დასკვნა დაიდო ლაბორატორიული კვლევის შედეგად, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტომ ჩაატარა. ტყვია და ბორი – ეს ის ნივთიერებებია, რომელთა შემცველობა შესწავლილ პროდუქტში დასაშვებ ნორმას მკვეთრად აჭარბებს. ბორის მაღალმა კონცენტრაციამ კი შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირება მოახდინოს.

შემოწმების შემდეგ ბაზრიდან კიდევ ორი საბავშვო პროდუქცია ამოიღეს. მათ შორის ფრჩხილის საბავშვო ლაქიცაა. სათამაშოების ბაზარი რეგულირების ქვეშ 2019 წლიდან მოექცა.

სფეროს კონტროლი ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებაა.