რეგულირების ქვეშ მოექცევა ქიმწმენდის საქმიანობა.
ობიექტების ფუნქციონირება წლების განმავლობაში უკონტროლო იყო. სექტემბრიდან კი ახალი წესები ამოქმედდება, რომელთა აღსრულებას შრომის ინსპექცია და გარემოს ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებენ. მთავარი სიახლე ის არის, რომ საცხოვრებელ კორპუსებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და სკოლების შენობებში ქიმწმენდის მუშაობა აიკრძალება. მკაცრად გაკონტროლდება მათ მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებების რაოდენობა და დასაქმებულთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტები. ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების კონცენტრაციის მონიტორინგი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქიმწმენდის თანამშრომლების და ახლოს მცხოვრები ადამიანების ინტოქსიკაციის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.