დღგ-ს დაბრუნების სისტემა კიდევ უფრო გამარტივდა. მეწარმეებს დამატებითი ღირებულების გადასახადის უკან მიღება ყველანაირი განაცხადის წარდგენის გარეშე, ავტომატურად შეუძლიათ. შეღავათი ეხება გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ 150 000-ზე მეტ ბიზნესსუბიექტს. ამ პროგრამის მეშვეობით, მთავრობა წლის ბოლომდე ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდი ლარის დაბრუნებას პროგნოზირებს, რასაც პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქართული ბიზნესსექტორის წახალისების პარალელურად, დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უცხოური ინვესტიციებით დაფუძნებულ კომპანიებს ეხება.