ახალი პროექტი ციხისძირში

200-მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ციხისძირში, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის „პეტრა სი რეზორტის“ მშენებლობისთვის. კომპლექსი 42 შენობას მოიცავს, რომლის ცენტრალურ შენობაში 150-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება. ყველაზე მაღალ,  54-სართულიან შენობაში 1000 ბრენდული რეზიდენცია მოეწყობა. სამუშაოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება.