შეხვედრა უცხოელ ინვესტორებთან

21:49, 24.10.2023

იზრდება იმ უცხოური კომპანიების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ სერვისებს მოქალაქეებს საქართველოდან დისტანციურად შესთავაზებენ.

საუბარია აიტი და ბიზნეს-მომსახურების სფეროში მომუშავე 15 კომპანიაზე. მათი წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან და ქვეყნის ბიზნეს-პოტენციალს ადგილზე ეცნობიან. თავის მხრივ ქვეყანა პოტენციურ ინვესტორებს გარკვეულ შეღავათებს, მათ შორის ლიბერალურ საგადასახადო სისტემას სთავაზობს.

მარიამ ბერძენიშვილი გვეტყვის, რა სარგებელს იღებს ქვეყანა ბიზნეს-სერვისების აუთსორსინგის ხელშეწყობით.

 

მსგავსი