თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. მხარეები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავენ, ასევე გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე.