აუქციონი ენერგოობიექტების მშენებლობისთვის

ენერგეტიკის სამინისტრომ ენერგეტიკის მხარდამჭერი სქემის ფარგლებში, ენერგოობიექტების მშენებლობისთვის მეორე აუქციონი გამოაცხადა. წინა აუქციონისგან განსხვავებით, აუქციონზე გამოტანილია ე.წ. მარეგულირებელი ჰიდროსადგურები, ასევე მზისა და ქარის სადგურები ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით, რაც დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარანტიაა. საერთო ჯამში, აუქციონი 800 მეგავატი ელექტროსადგურების მშენებლობაზეა გამოცხადებული. პირველ აუქციონში 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებმაც დარგში 400 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.