საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის მთელი დღეა რუსი სამხედროები აქტიურად პატრულირებენ.
საოკუპაციო რეჟიმმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ე.წ. საზღვართან კონტროლი გაამკაცრა. სოფელ აძვში, წმინდა გიორგის სალოცავში ასვლა წელს ვერც სასულიერო პირებმა და ვერც ადგილობრივებმა შეძლეს.
დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა ჯერ კიდევ გუშინ განცხადება გაავრცელა და გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ე.წ. საზღვრის კვეთის ყველა მცდელობა დაკავებით დასრულდება. ამ მუქარის შემდეგ, ატენის და გორის მიტროპოლიტის გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურება წმინდა გიორგის სალოცავის ნაცვლად, სამების სახელობის ტაძარში ჩატარდა.
ადგილობრივების უსაფრთხოებას ქართველი სამართალდამცველები უზრუნველყოფენ.