გიორგობის დღესასწაული

დღეს გიორგობაა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება. ქაშუეთში მსახურებას პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.

წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ.