ვითარება საოკუპაციო ზოლთან

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივებმა ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწიეს, პოლიციის თანამშრომლების გამოჩენისთანავე კი მათ ტერიტორია სწრაფად დატოვეს. რა ვითარებაა ახლა ადგილზე.

ხატია ჯამალაშვილი იმყოფება სოფელ ჭვრინისში და დეტალებს სწორედ ის გაგვაცნობს.