სოფელ აძვის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა. ხვიჩა კორინთელი უკვე საკუთარ სახლში იმყოფება. მისი უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად იყო გამოყენებული ყველა მექანიზმი. ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი. პროცესში ჩაერთნენ საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.