დღეს მსოფლიოს ბევრ ქალაქში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სახელმწიფო დაწესებულებები, დაკეტილია მაღაზიები. ქრისტიანების ნაწილი დღეს ყველაზე ოჯახურ დღესასწაულს – შობას აღნიშნავს. თითქმის ყველა საშობაო საჩუქარი უკვე გახსნილია, მისალოცი ბარათები წაკითხული. ცნობილია რომის პაპის საშობაო მიმართვის ტექსტიც, სადაც ყურადღება გლობალურ პრობლემებზეა გამახვილებული.
ქეთი ჩოხელი გვეტყვის, როგორ იზეიმა ქრისტიანული სამყაროს დიდმა ნაწილმა მაცხოვრის შობის დღესასწაული.