ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა
ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი წლის ბიჭი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მას ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მკურნალობდნენ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა, გარდა იმისა, რომ მას მუცლის ღრუში მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა თავის ტვინზე ჰქონდა მიყენებული.
3 და 5 წლის ბავშვებს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მშობლები დაეღუპნენ, ერთი ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა, ის ბათუმიდან ქუთაისში გადაიყვანეს და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კლინიკებში სულ 10 დაშავებული რჩება.