გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა, გორის შესასვლელთან. მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და განათების ბოძს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა მანქანაში მყოფი ქალბატონი. მძღოლი კი დაზიანებებით გორის სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.

შემთხვევის დროს ავტომობილში იმყოფებოდა ორი ბავშვი, რომლებიც სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ არიან. მომხდარის ზუსტ მიზეზებს გამოძიება სწავლობს.