შემთხვევა სოფელ არაგვისპირთან

12:07, 27.07.2020

მსხვერპლით დასრულდა ავარია არაგვისპირთან. პროკურატურამ ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ გუშინ მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილით გუდაურის მიმართულებით გადაადგილდებოდა და სოფელ არაგვისპირთან ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი