კიდევ ერთი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე თბილისში.
ახლადგახსნილ სახვითი ხელოვნების მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული არაერთი უნიკალური ნახატი დახვდება. რუსთაველის შვიდ ნომერში, იქ, სადაც წლების განმავლობაში მხატვრის სახლი იყო განთავსებული, 1 335 ნამუშევარი იქნება დაცული.
მარიკა შალიკაშვილმა დაათვალიერა მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია და დროებითი ექპოზიციებისთვის გამოყოფილი დარბაზები.