სოციალური კამპანია - #MuseumSelfieDay

საქართველო ცნობილი ბლოგერის მიერ ხუთი წლის წინ დაწყებულ სოციალურ კამპანიას წელსაც უერთდება.

ეროვნული და სახვითი ხელოვნების მუზეუმები მეორედ მონაწილეობენ პოპულარულ აქციაში სახელწოდებით „სელფის დღე მუზეუმში“. ეს კი ნიშნავს, რომ მსურველებს საგამოფენო სივრცეებში ექსპონატებთან და ცნობილი მხატვრების ტილოებთან სელფის გადაღების უფლება ეძლევათ.

აქციაში მონაწილეობას კონკურსის სახე ექნება.