„ბენქსი – ლეგენდის დაბადება“ – გამოფენა სახვითი ხელოვნების მუზეუმში

15:48, 17.10.2023

 „ბენქსი – ლეგენდის დაბადება“ – გამოფენას ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ხვალიდან, ოთხი თვის განმავლობაში უმასპინძლებს. ექსპოზიცია მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი გრაფიტის არტისტის – ბენქსის შემოქმედებით გზას – ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე ასახავს. ნამუშევრები ბრიტანელი ლორდის, ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციებიდანაა წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე ასევე გამოფენის კურატორისა და ბენქსის ფოტოგრაფის, სტივ ლაზარიდისის ფოტო და ვიდეო ნამუშევრებია გამოფენილი.

მსგავსი