გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“

საერთაშორისო გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება,“ დიდი გამოხმაურების გამო, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდის გადაწყვეტილებით, დამატებით 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დღეიდან 18 თებერვლის ჩათვლით, გამოფენაზე შესვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. გამოფენა ოქტომბერში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მე-5 დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიხსნა. ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, ბენქსის ფოტოგრაფის და საქმიანი პარტნიორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალისგან, კულმინაცია კი არის ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები ბრიტანელი ლორდის – ედუარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდან.