მეწარმე ქალთა ნამუშევრების გამოფენა

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად“- ამ სახელწოდებით, სახვითი ხელოვნების მუზეუმში მეწარმე ქალთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო თექაზე შექმნილი ნახატები და ტილოზე შექმნილი ნამუშევრები.

გამოფენის ფარგლებში მოეწყო კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ქალთა მფლობელობაში არსებული საწარმოების მდგომარეობას ეხება.