ვიზიტი სახვითი ხელოვნების მუზეუმში

18:27, 03.12.2023

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ინიციატივით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს, სამეცნიერო მისიებისა და მდგრადობის გლობალური კომისიის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ესტუმრა, რომელიც 9 წლის განმავლობაში იუნესკო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სტუმრებმა მუზეუმის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებული მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა – „ბენქსი: ლეგენდის დაბადება,“ დაათვალიერეს. ექსპოზიცია გვიყვება ლეგენდად ქცეული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის – ბენქსი, შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე. ამასთან, ელისო ბოლქვაძემ და ირინა ბოკოვამ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ისტორიულ ღირებულებაზე გაამახვილეს ყურადღება.

მსგავსი