„სახეები და დეტალები“ - გამოფენა სახვითი ხელოვნების მუზეუმში

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ფოტოგრაფ ზინკა ბარნოვის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე სახელწოდებით „სახეები და დეტალები“ ცნობილი ადამიანების ფერადი და შავ-თეთრი ფოტოებია გაერთიანებული. გამოფენა სახვითი ხელოვნების მუზეუმში 28 აგვისტომდე დარჩება.