ქართული პროდუქციის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში
ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ქართული პროდუქციის წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა, სახელწოდებით „მოითხოვე ქართული“ იმართება.
ექსპოზიციაში 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. ღონისძიება პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული კამპანიისა და პროექტის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში ტარდება.