„იულიუს კეისარი“ - სპექტაკლი ათონელის თეატრში

„იულიუს კეისარი“ – ასე ჰქვია რეჟისორ გეგა გაგნიძის ახალ სპექტაკლს, რომელიც თეატრ ათონელში დაიდგა და მას თბილისის ისტორიის მუზეუმმა უმასპინძლა. პიესა რომის ისტორიის რეალურ ფაქტებს ეფუძნება და მოგვითხრობს დაუმარცხებელი მხედართმთავრის, იულიუს კეისრის მკვლელობის ამბავს. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. პრემიერას თეა წულუკიანი დაესწრო.