„ასჯერ დაეცა თბილისი და...“ - გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში

თბილისის ისტორიის მუზეუმში დღეს, 16:00 საათზე გაიხსნება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება გამოფენა სახელწოდებით – „ასჯერ დაეცა თბილისი და…“.

 მუზეუმის ორ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მხატვრების 50 ნამუშევარი თბილისის ისტორიული გარდატეხების, ბრძოლებისა და მისი მრავალჯერ აღდგენილი იერსახის თემაზე.

როგორ იბრძოდა გადარჩენისთვის და როგორ იცვლებოდა დედაქალაქის არქიტექტურა, ქუჩები, ხედები და თავად თბილისელებიც.

ავტორი: ქეთი ბახტაძე.

ახალი დღე

დატოვე კომენტარი