„მშვიდი ცხოვრება“ - გამოფენა „ქარვასლაში“

თბილისის ისტორიის მუზეუმში კოტე სულაბერიძის შემოქმედება იქნება წარმოდგენილი.

მხატვრის გამოფენა სუფრის თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს და ადრეული პერიოდის ნახატებს აერთიანებს. ექსპოზიცია სახელწოდებით „მშვიდი ცხოვრება“ ქარვასლის ორ დარბაზშია განაწილებული. გამოფენაზე დამთვალიერებელი პირველად ნახავს მხატვრის მიერ ბავშვობაში შესრულებულ ნაიტურმორტს. კოტე სულაბერიძის ნამუშევრების გამოფენა ორ დღეში გაიხსნება და სექტემბრამდე გაგრძელდება.