ირაკლი ნასიძის გამოფენა

თბილისის ისტორიის მუზეუმში ირაკლი ნასიძის გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსისა და ბრინჯაოს სამკაულებია წარმოდგენილი. ფენტეზის ჟანრში გაფორმებულ საღამოზე მიწვეულ სტუმრებს, ირაკლი ნასიძის ახალ კოლექციასთან ერთად, თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატების ხილვის საშუალებაც ჰქონდათ. გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 24 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება.