გამოფენა „მე მიყვარს სუში“

თბილისის ისტორიის მუზეუმში, იაპონიასა და საქართველოს შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია, სახელწოდებით „მე მიყვარს სუში“, იაპონურ სამზარეულოს ეძღვნება და ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად, სუშის წარმოშობის ისტორიები და მისი სხვადასხვა სახეობის ნიმუშებია წარმოდგენილი. მოგზაური გამოფენა, საქართველოში ჩამოტანამდე რამდენიმე ქვეყანაში მოეწყო. გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი