სივრცე, რომელიც უძველეს სამედიცინო იარაღებს და ხელნაწერ სამედიცინო კვლევებს ინახავს – ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს 60 წელი შეუსრულდა.
მე-19 საუკუნის დროინდელ შენობაში განთავსებულ მუზეუმში უნიკალური ექსპონატები და არტეფაქტებია დაცული, რომლებიც 40-ზე მეტი ექსპედიციის შედეგადაა მოპოვებული. წლებთან ერთად კოლექცია სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება.