ექსპონატების დაბრუნება საქართველოში

უნიკალური ექსპონატების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა. საუბარია 1995 წელს, ირანში საქართველოს საელჩოში გატანილ 15 ფერწერულ და გრაფიკულ ტილოზე. მათგან 4 საქართველოს ეროვნულ გალერეას გადაიცა, 11 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. თეა წულუკიანის თქმით ნამუშევრები წლების წინ ირანში დროებით საექსპოზიციოდ იყო გატანილი. ექსპონატების საქართველოში დაბრუნება საქართველოს კულტურის, მინისტრის პირველი მოადგილის, და ირანში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, იოსებ ჩახვაშვილის აქტიური მუშაობითა და ძალისხმევით მოხდა.