დამოუკიდებლობის დღე - კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები

სადღესასწაულო პროგრამა დატვირთული იყო კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებითაც. უნიკალური ექსპონატების და საარქივო მასალების გამოფენით დღეს კიდევ ერთხელ გაცოცხლდა 1918-21 წლების კულტურული მემკვიდრეობა. ჩატარდა საჯარო ლექციები, მოეწყო ახალგაზრდა გამომგონებლების ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია. საზეიმო პროგრამა გალა-კონცერტით დასრულდა, რომელსაც რესპუბლიკის მოედანმა უმასპინძლა.