როდის გამოიფინება უნიკალური ექსპონატები ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში

ჯერჯერობით ისევ უცნობია, როდის გამოიფინება უნიკალური ექსპონატები ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში.

გალერეის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შენობაში არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, შესაბამისი ტემპერატურა და სტანდარტი, რომ ნამუშევრები დაიცვან, ამას ემატება ის დაბალი ბიუჯეტი, რომელიც სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემას დამატებითი ფინანსები გადაჭრის, რომლის მოძიებაზეც ისინი აქტიურად მუშაობენ.