„ქართული მარშის“ წევრები აზერბაიჯანის ელჩს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, ელჩთან შედგა კონსტრუქციული საუბარი. შეხვედრის მთავარი თემა კი დავით გარეჯის საკითხს შეეხებოდა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებენ. სანდრო ბრეგაძის თქმით, მათ ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას პრობლემის მოსაგვარებლად.