ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა. ისაუბრეს ქვეყნებს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე. აქცენტი გაკეთდა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.