ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

15:42, 03.11.2023

შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა. დიპლომატმა ვახტანგ გომელაურს ახლად დანიშნული ატაშე წარუდგინა. მხარეებმა სამართალდაცვის სფეროში არსებული ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა პოლიციის ატაშეების მნიშვნელოვან როლზე. იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზე.

მსგავსი