შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა. დიპლომატმა ვახტანგ გომელაურს ახლად დანიშნული ატაშე წარუდგინა. მხარეებმა სამართალდაცვის სფეროში არსებული ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა პოლიციის ატაშეების მნიშვნელოვან როლზე. იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზე.